თავში

ტექინსპექტირების მოთხოვნები მკაცრდება

ტექინსპექტირების მოთხოვნები მკაცრდება
ტექინსპექტირების მოთხოვნები მკაცრდება

მომავალი წლიდან ინსპექტირებაში ცვლილება შედის და ავტომობილების დათვალიერებისას გავლისას დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის შესახებ report.ge-თან ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ავტოექსპერტმა ვაჟა იორდანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამონაბოლქვის კონტროლის კომპონენტი გამკაცრდება და ასევე მოთხოვნილი იქნება, რომ კატალიზატორმა გამართულად იმუშაოს.

კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები - ეს დეტალების ის მცირე ჩამონათვალია, რაც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს. 

,,ინსპექტირების პროცესს პრობლემას უქმნის ის გარემოება, რომ მოთხოვნა არის შემცირებული. აპრილსა და მაისშიც მიმართვიანობა ცენტრებში საგრძნობლად იკლო. ინსპექტირებას ძირითადად ახალრეგისტრირებული ავტომობილები გადიან.  ამ ეტაპზე მოთხოვნები ისედაც საკმარისად მკაცრია, მაგრამ მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი პუნქტი დაემატება. კერძოდ, 2022 წლიდან გამონაბოლქვის კონტროლი მკაცრდება. ავტომობილების მფლობელებს მოეთხოვებათ მანქანის კატალიზური კონვერტორის გამართული მუშაობა. ასე თანდათან შესაძლებელი გახდება, რომ გამართულმა ტრანსპორტმა იმოძრაოს და მოქალაქეების უსაფრთხოება უფრო მეტად იქნას დაცული. მოგეხსენებათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება და ამ მიმართულებით სტანდარტის გამკაცრება აუცილებელია", - ამბობს იორდანაშვილი.

კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს report.ge-თან  შპს ,,აირბალონის" წარმომადგენელი, ნოდარ რამიშვილი, რომლის თქმით, მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია და კარგი იქნება, თუ კონტროლის მექანიზმი გამკაცრდება.

,,მოქალაქეები დიდად არ ცდილობენ ტექდათვალიერების გავლას, ძალიან დაბალი მომართვიანობაა. აამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ კონტროლი არ არის შესაბამის დონეზე.  ძირითადად ტაქსები გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოსახლეობ აც აქტიურად იყოს ცართული. ცხადია, ეპიდემიის ნეგატიური გავლენა აქაც იგრძნობა, მაგრამ მიდგომა უნდა გამკაცრდეს. მით უმეტეს, მომავალი წლიდან პირობები მკაცრდება და თადარიგი ადრევე უნდა დაიჭირონ, რომ მერე არ შეექმნათ პრობლემა", - ამბობს ნოდარ რამიშვილი. 

ცნობისთვის, 2021 წლის სამ თვეში 364 ათასამდე სატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირება განხორციელდა. აქედან 249 ათასამდე ავტომობილმა მოთხოვნები დააკმაყოფილა, 114 ათასამდე დახარვეზდა, 1200- მდე ავტომობილს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განახლებული მონაცემებიდან ირკვევა. 

2020 წელს ინსპექტირება 525 471-მა ავტომობილმა გაიარა. 2019-ში კი ეს მაჩვენებელი 968 868 ერთეული იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტომობილთა სავალდებულო ტექინსპექტირება მთლიან ავტოპარკზე 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდა. შარშან თითქმის განახევრდა, 45%-ით შემცირდა, იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებმაც ტექინსპექტირების ცენტრებს ტექნიკური ინსპექტირებისთვის მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system