თავში

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალი
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად გიორგი გეჯაძე დაინიშნა. 

გიორგი გეჯაძე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა.

მინისტრის თქმით, სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და თურნავა დარწმუნებულია, ახალგაზრდა პროფესიონალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატებით იქნება დაძლეული სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system