თავში

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი იწყება

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი იწყება
ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, BTU-ში, ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი იწყება.

მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და Deeptech გადაწყვეტილებები, კვლევები და პროექტები სხვადასხვა სექტორებში ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში დისტანციურ ფორმატში იქნება წარმოდგენილი.

ტექნოლოგიების ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიება პარალელურ რეჟიმში გაიმართება:

  • 18 ნოემბერი 19:00 საათი - მსოფლიოს მოწინავე ტექბრენდების უახლესი მიღწევების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის პრეზენტაცია;
  • 19 ნოემბერი 19:00 საათი - TechTalks/Workshops - გლობალური პანდემიის ფონზე განვითარებული ტექნოლოგიური ტრენდების განხილვა;
  • 3 დეკემბერი 19:00 საათი - ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე კვლევების წარდგენა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შესაძლებლობების ანალიზი სხვადასხვა სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მედია, სამართალი, ენერგეტიკა, კულტურა და სხვა.

ფესტივალში მონაწილეობენ: მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები.

ტექნოლოგიების ფესტივალზე დასწრება ყველას შეუძლია. დასასწრებად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ფესტივალი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების და მეცნიერების პოპულარიზაციას, ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას თანასაზოგადოებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system