თავში

ტექნოპარკში შეჯიბრი Future Agro Challenge გაიხსნა

ტექნოპარკში შეჯიბრი Future Agro Challenge გაიხსნა
ტექნოპარკში შეჯიბრი Future Agro Challenge გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგრარულ სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების წასახალისებლად შექმნილი საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გაიხსნა. 

შეჯიბრი თავს უყრის ახალგაზრდებს, რათა სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება უფრო აქტიურად დაინერგოს. მინისტრის თქმით, იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც პროექტის განმავლობაში ახალგაზრდებისგან წარმოიშობა, გაუზიარდებათ ფერმერებს და მეწარმეებს. მათ ავტორებს კი ექნებათ შანსი გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე.

„ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებით და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები. გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად.", - მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტის მონაწილეებს.

5 დეკემბერს შეჯიბრის ეროვნული გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც ფულად ჯილდოდ 2 000 ლარს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system