თავში

ტექნოპარკში TTPP-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ტექნოპარკში TTPP-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ტექნოპარკში TTPP-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებსა და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინუსმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა. 

როგორც მხარეები აღნიშნავენ, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მსოფლიო ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ტექნოლოგიური ტრანსფერის პროგრამა გულისხმობს სამეცნიერო ინოვაციური გამოგონებების კომერციალიზაციას  მათი შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანის თვალსაზრისით. 

,,საქართველოში არის სამეცნიერო გამოგონების ერთეული პრეცენდენტი, მაგრამ ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რომელიც სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით ხორციელდება. საუკეთესო პროექტები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეირჩევა და გლობალურ ბაზრებზე გავა.  როგორც აკადემიური წრეებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, პროექტი მაქსიმალურად გამჭვირვალეა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვინსენტ რეის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, ჰქონდეს კიდევ უფრო ინოვაციური ეკონომიკა.

აღნიშნული პროექტის მეშვეობით, ჩვენ საუკეთესო იდეებს ნოვატორულ პროდუქტებად და სერვისებად ვაქცევთ“, - აღნიშნა მან. 

2019 წლის აპრილიდან დღემდე TTPP-მ, სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური მუშაობის შედეგად 74 განაცხადი მიიღო. დეტალური შესწავლის ეტაპი 13-მა წარმატებულმა და ინოვაციურმა პროექტმა გადალახა. სწორედ აღნიშნული პროექტებიდან 6 პროექტის კომერციალიზაციის გეგმა TTPP-ს კომერციალიზაციის ექსპერტებმა წარადგინეს მრჩეველთა საბჭოს წინაშე. დარჩენილი 7 პროექტის წარდგენა იგეგმება 2020 წლის მარტში. პროექტის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაციის მზაობის დონის გაზრდა, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსის გამოყენებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system