თავში

"თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

"თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის
თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნა და სააქციო საზოგადოება ,,თელასი“ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გახდა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ,,თელასი“ ვალდებულია პერიოდულად აიღოს მომხმარებელთა მრიცხველების ჩვენება. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის დეკემბრიდან სს „თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის. აბონენტის მრიცხველის ჩვენების აღება განხორციელდება თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში. "თელასის" ინფორმაციით, მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით განხორციელდა."650 ათასი აბონენტის მრიცხველიდან ჩვენების აღების პროცესში ჩართული იქნება ,,თელასის“ 450 თანამშრომელი, რომლებიც სპეციალური პლანშეტების საშუალებით მიმდინარე თვის განმავლობაში აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის აღრიცხავენ. შესაბამისი მონაცემები კომპანია ,,თელმიკო“-ს გადაეცემა.თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება - ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებული ჩვენება (არაუმეტეს 30 დღის) და დეკემბერის ბოლოს დაფიქსირებული ჩვენება. ეს შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, ვისაც ეცვლება მრიცხველის წაკითხვის ვადა.ცვლილების შედეგად ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება", - აღნიშნულია "თელასის" განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system