თავში

"თელასსა" და "თელმიკოს", შესაძლოა, ჯარიმები გაუორმაგდეთ

"თელასსა" და "თელმიკოს", შესაძლოა, ჯარიმები გაუორმაგდეთ
თელასსა და თელმიკოს, შესაძლოა, ჯარიმები გაუორმაგდეთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „თელასი“ დაჯარიმდა 50 ათასი ლარით ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით.

"„თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ მომხარებელბისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის არასწორად დარიცხვის გამო, ორივე კომპანიას დარიცხული თანხების კორექტირება დაევალა. კომპანია „თელასი“ ამ ფაქტის გამო დაჯარიმდა 50 ათასი ლარით ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით. მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა ამის მოსაწესრიგებლად. შედეგად, გადამოწმდა 649 731 ათასი აბონენტი, საიდანაც 189 844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135 470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით განხორციელებული დარიცხვა დაკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფის დარიცხვით, 43 760 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 10 614 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით.

ორივე კომპანია გავაფრთხლეთ, რომ კვლავ ადგილი ექნება მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვას და არასწორი დარიცხვები მოხდება, მარეგულირებელი კომისია კვლავაც იმსჯელებს ამ საკითხზე და უკვე ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება კანონის შესაბამისად", - განაცხადა ნარმანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system