თავში

თელავის ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიხურა

თელავის ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიხურა
თელავის ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიხურა

"თელავის აგრარული ბაზარი დღის ბოლომდე ღია იქნება, თუმცა ხვალიდან ის დაიხურება," - ამის შესახებ თელავის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მოვაჭრებს დღეს აღებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობა ექნებათ.

მერის თქმით, ბაზარი ადმინისტრაციამ თვითნებურად გახსნა და ეს გადაწყვეტილება არც მერიასთან, არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და არც საკოორდინაციო საბჭოსთან არ შეუთანხმებია, რის გამოც ბაზრის ადმინისტრაცია დაჯარიმდა.

"ბაზრის ადმინისტრაციას წესებისა და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა, რაც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების და ამიტომ ბაზარი დღის ბოლომდე ღია იქნება, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ", - განაცხადა თელავის მერმა.

ცნობისთვის, დღეს ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system