თავში

თელავის სოფლების კეთილმოწყობაზე 717 000 ლარი დაიხარჯება

თელავის სოფლების კეთილმოწყობაზე 717 000 ლარი დაიხარჯება
თელავის სოფლების კეთილმოწყობაზე 717 000 ლარი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 717 000 ლარი დაიხარჯება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 27 ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს შეხვედრა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მესამე წელია აღდგა და წარმატებით ფუნქციონირებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, შეხვედრებზე მოსახლეობის აქტიურობის დონე მაღალი იყო. მერის ინფორმაციითვე, ძირითად პრიორიტეტებად ადგილობრივებმა გარე განათების ქსელის, ტრენაჟორების მოწყობა, სასმელი წყლის ქსელისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება დაასახელეს.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ რომ პანდემიის მიუხედავად მოსახლეობის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელებში რეგულაციების სრული დაცვით ჩავატარეთ. მთავარ პრიორიტეტებად გამოიკვეთა გარე განათების ქსელის, ახალგაზრდებისთვის ტრენაჟორების, სკვერების მოწყობა და ა.შ. მას შემდეგ, რაც საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა და დამტკიცდება უკვე დავიწყებთ პროექტირების სამუშაობს“, - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system