თავში

თელავს 5 ახალი ავტობუსი გადაეცემა

თელავს 5 ახალი ავტობუსი გადაეცემა
თელავს 5 ახალი ავტობუსი გადაეცემა

რამდენიმე დღეში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 5 ახალი ავტობუსი გადაეცემა. ჯამში ქალაქსა თუ მიმდებარე სოფლებს 10 ახალი ავტობუსი მოემსახურება.

თელავის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში განმარტავენ, რომ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი რამდენიმე კვირაში ამუშავდება. მძღოლები და ტექნიკური პერსონალი გადამზადებულია.

„შეირჩა და გადამზადდა 20 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი. 5 ახალი ავტობუსი უკვე თელავშია და ველოდებით კიდევ 5-ის გადმოცემას. ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის მუშავდება სატრანსპორტო სქემა. დოკუმენტი მზად მალე იქნება," - ამბობს თელავის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი.

ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8,5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასულ წლის ბოლოს გადაეცა. 

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

თელავს აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ტრანსპორტის ამუშავება ქალაქში, მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს და ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system