თავში

თელავში საკანალიზაციო გამწმენდის ასაშენებლად 16.9 მილიონი ლარი დაიხარჯა

​თელავში საკანალიზაციო გამწმენდის ასაშენებლად 16.9 მილიო
თელავში საკანალიზაციო გამწმენდის ასაშენებლად 16.9 მილიონი ლარი დაიხარჯა

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 16.9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები. 

,,თელავში მოვინახულეთ უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. ეს გახლავთ თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობა, სადაც მექანიკურთან ერთად ხდება ბაქტერიოლოგიური წმენდა, საბოლოო ჯამში მდინარეში ჩაედინება აბსოლუტურად გაწმენდილი და უვნებელი წყალი, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. როდესაც წყალარინებაზე და წყალზე ვსაუბრობთ თელავთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება, ზოგიერთი მათგანი უკვე შესყიდვის პროცესშია. გათვალისწინებულია მთლიანი დაქსელვა, ასევე წიწმადიანის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ახალი მაგისტრალის მოწყობა, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ თელავის ამჟამინდელი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ მზარდი პოტენციალისთვის. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, თელავს ექნება 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება, ისევე როგორც ეს ზუგდიდში, ქუთაისში, ჭიათურაში და წნორშია“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system