თავში

"ტელესკოლაზე" 2021-2023 წლებში სავარაუდოდ, 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

"ტელესკოლაზე" 2021-2023 წლებში სავარაუდოდ, 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
ტელესკოლაზე 2021-2023 წლებში სავარაუდოდ, 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება,

დოკუმენტის თანახმად, „ტელესკოლის“ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში, 30 მარტიდან - 30 ივნისამდე პერიოდის ბიუჯეტი 404 200 ლარს შეადგენს.

მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800 000 ლარი მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system