თავში

ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან

ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან
ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან

ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან, - ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება დღეს ფიანანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა "მინისტრის საათის" ფორმატსი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა დააზუსტა, რომ ტელევიზიებმა დავალიანებების გადანაწილების შესახებ სამინისტროში წინადადებები თავად წარადგინეს.

" ტელეკომპანიების მიერ უკვე წარმოდგენილია წინადადებები დავალიანებების დაფარვის კუთხით. წინადადებების მიხედვით ისინი მომდევნო 5 წელის განმავლობაში შესაბამისი გრაფიკით უზრუნველყოფენ დეკლარირებული გადასახადების გადახდას. აღნიშნული გრაფიკი ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ სისტემაში ე.წ. ხვრელი სამი ძირითადი მიმართულებით იყო – თამბაქო, საწვავი და ტელეკომპანიები, საქმე ეხებოდა ადმინისტრირების პრობლემას ან კანონმდებლობის ხარვეზს. მისი თქმით, საწვავთან დაკავშირებით იყო თაღლითური სქემები. ასევე დიდ ე.წ. ხვრელს წარმოადგენდა მსხვილი ტელეკომპანიები, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადებს.

„მესამე ხვრელი, შედარებით პატარა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი, ტელევიზიებია.ჩემს მიირ წარმოდგენილ სლაიდებზე ჩანდა, რომ პრაქტიკულად 7 მილიონს იხდიდნენ შარშან, ვინც პატიოსნად იხდიდა. პირველი ოქტომბრიდან, როცა მოვთხოვეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა, უცებ 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ტელევიზიებიდან, რომლებიც კაპიკს არ იხდიდნენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამჯერად ტელევიზიებიდან გვექნება არანაკლებ 17 მილიონით მეტი მობილიზებული. ესეც საკმაოდ სერიოზული ე.წ. ხვრელია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრი აცხადებს, რომ თავისი მასშტაბით, ე.წ. სატელევიზო ხვრელი არ არის იმ მოცულობის, რამხელაც თამბაქო და საწვავი, თუმცა ეს საკითხიც მოსაწესრიგებელია. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ განმარტა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ გაგრძელდებოდა და ტელემაუწყებლებს მოსთხოვა მიმდინარე გადასახადების გადახდა.

მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება.

ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადის სრულად გადახდით, ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ, კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სამ ტელევიზიას წლების განმავლობაში დაგროვილ საბიუჯეტო დავალიანება მართებს:  "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system