თავში

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს
თელმიკო განცხადებას ავრცელებს

კომპანია "თელმიკო" მომხმარებლის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

"მომხმარებლის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს არ მომხდარა გამზადებული ქვითრების დაგზავნა, შესაბამისად აღნიშნული ქვითრები დაიგზავნა 3, 4 იანვარს და ასახავდა დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს.

გთხოვთ, სმს შეტყობინებით მისულ ქვითარში დააკვირდეთ მისი მომზადების თარიღს და თუ თქვენ დაფარეთ დავალიანება ამ თარიღში, წინა ან მომდევნო დღეებში, ეს ნიშნავს რომ მოსულ ქვითარში თქვენს მიერ გადახდილი თანხა ობიექტურად ვერ აისახებოდა.

დავალიანების დაზუსტების მიზნით, გთხოვთ, ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული ინფორმაციით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე [email protected]", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system