თავში

ტენდერებით ბიუჯეტიდან 417 მლნ ლარი დაიზოგა

ტენდერებით ბიუჯეტიდან 417 მლნ ლარი დაიზოგა
ტენდერებით ბიუჯეტიდან 417 მლნ ლარი დაიზოგა

სახელმწიფო ტენდერებით ბიუჯეტიდან მთავრობამ 417 მლნ ლარი დაზოგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს ტენდერებით ვაჭრობაში საბოლოო ფასების ჯამურმა სხვაობამ დაახლოებით 11% შეადგინა, მაშინ როცა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 8.9%0-ზე იყო.

ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების 60%-მდე მოდის ოც ყველაზე მსხვილი შემსყიდველის ტენდერებზე, რაც თანხობრივად 2,213,507,623 ლარს უტოლდება. ყველაზე მეტი, 323 მილიონი ლარი, სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში დაიზოგა. ამ მიზნით შარშან 2.844 მლრდ ლარის ტენდერები იყო გამოცხადებული. შეთავაზების ბოლო ფასმა კი, 2.52 მლრდ შეადგინა.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვები ეკონომიკის ხერხემლად ითვლება. ტენდერი, აუქციონისგან განსხვავებით, ფასის კლებას ისახავს მიზნად. აუქციონის მიზანი კი, პირიქით, ფასის მაქსიმალური გაზრდაა. ტენდერი, როგორც წესი, ბიუჯეტის რაციონალურ ეკონომიურ ხარჯვას უზრუნველყოფს. ტენდერში ფასის კლება ხარისხის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, ამას კანონი არეგულირებს. სახელმწიფოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, ტენდერებს, სახელმწიფო შესყიდვებს, ხმარდება. 

ფინანსისტების დიდი ნაწილის აზრით, ტენდერებში გამჭვირვალობა არ არის და ბევრი კითხვის ნიშნები იკვეთება. ისინი მატკიცებენ, რომ წლებია საქართველოში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, ტენდერების მორგება კონკრეტულ კომპანიებზე. ტენდერს, როგორც წესი, წერს შემსყიდველი ორგანიზაცია. ის წერს რისი შესყიდვა უნდა რა პირობით და ფასით. სწორედ ის წინასწარ ადგენს ისეთ, პირობას, რომელიც ერთი წინასწარ შერჩეული კომპანიისთვისაა მისაღები და მხოლოდ ის აკმაყოფილებს. სერგო ჯავახაძე მაგალითისთვის შიფრავს თბილის მერიის მიერ სოციალურად დაუცველთა კვების ტენდერებს.

სპეციალისტების განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი - საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით განხორციელებული საჯარო შესყიდვების საერთო მოცულობა 3 დან 5 მლრდ ლარია, რაც ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% ს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 60%-მდეა. ფინანსისტები პრობლემადც მიიჩნევენ იმას, რომ წლებია, არსებითად არ გაზრდილა შემსყიდველი ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც 3000 შეადგენდა შესყიდვების კანონმდებლობის ამოქმედებისას, 2000 წელს და სადღეისოდ დაახლოებით 4500-ია. ამავე პერიოდში 5000 მიმწოდებლიდან მათი რაოდენობა ბუნებრივად გაიზარდა დაახლოებით 4100 მდე ბიუჯეტის ზრდასთან ერთად. ტენდერების რიცხვი 30 000 ფარგლებშია.

სპეციალისტების განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი - საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით განხორციელებული საჯარო შესყიდვების საერთო მოცულობა 3 დან 5 მლრდ ლარია, რაც ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% ს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 60%-მდეა. ფინანსისტები პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ წლებია, არსებითად არ გაზრდილა შემსყიდველი ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც 3000 შეადგენდა შესყიდვების კანონმდებლობის ამოქმედებისას, 2000 წელს და სადღეისოდ დაახლოებით 4500-ია. ამავე პერიოდში 5000 მიმწოდებლიდან მათი რაოდენობა ბუნებრივად გაიზარდა დაახლოებით 4100 მდე ბიუჯეტის ზრდასთან ერთად... ტენდერების რიცხვი 30 000 ფარგლებშია. ევროპაში პირდაპირი ტენდერები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ტენდერების 5%-ს. საქართველოში კი პირდაპირი ტენდერები 37-40%-ს აღწევს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქართული ბიზნესის განვითარებისთვის დაკვეთების შესრულება ქართულ კომპანიებს მეტად უნდა ანდონ იმისთვის, რომ ბიზნესმა წინ წასვლა შეძლოს, განაახლონ ტექნოლოგიები, აღჭურვილობა და შეძლონ ტენდერების მოთხოვნების დაკმაყოფილება. რეალობა კი განსხავებულია: როცა ცხადდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მოთხოვნები ისეთია, რომ ვერც ერთი საქართველოში მომუშავე კომპანია მას ვერ აკმაყოფილებს, თუ არ შეიქმნა კონსორციუმი საერთაშორისო ფირმასთან. ანუ გამოდის, რომ უცხოელები იგებენ ტენდერებს და მისი ქვეკონტრაქტორები, ქართველი კომპანიები, ანუ დაბალი კვალიფიკაციის კადრები, ასრულებენ საქმეს, რომლებსაც თავისით დამოუკიდებლად ტენდერში საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ შეეძლოთ. ამგვარადა, თანხა გადის ქვეყნის გარეთ და არ ხდება ჩვენი ადგილობრივი ბიზნესის გადაიარაღება, განვითარება. საქმეს კი ისევ ნაკლებკვალიფიციური კომპანია ასრულებს. ცალკე პრობლემაა, საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესების მონაწილეობის მაღალ წილს ტენდერებში. საერთაშორისო პრაქტიკით კორუფციასთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში ჩართვა უნდა შეიზღუდოს. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო შესყიდვების სისტემური რეფორმისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პირველი თავმჯდომარე თემურ ხომერიკიც. მისი მტკიცებით, მოქმედი სისტემა საჭიროებს არსებით ცვლილებას და კანონმდებლობა დასახვეწია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი გატანილია კანონიდან კანონქვემდებარე აქტებში, სადაც მეთოდურ- პრაქტიკული საკითხები ჩანაცვლებული იურიდიულ/პროცედურული ნიუანსებით, სააგენტოს ერთსა და იმავე საკითხზე გაცემული განმარტებები ხშირად წინააღმდეგობრივია და მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს, მთელი აქცენტი გადატანილია ვადებისა და მონეტარული ზღვრის დაცვაზე, რომელთა ადექვატურობაც გონივრულ ფარგლებში ვერ ჯდება.

თემურ ხომერიკი მიიჩნევს, რომ მთავარია გადაიჭრას, როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებული, ასევე მის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები... მათ შორისაა კანონის გავრცელების სფეროსთან დაკავშირებული გამონაკლისების გრძელი სია; შესყიდვების სპეცწესები და გამარტივებული წესები; გამოყენებული საშუალებების შერჩევისა და მონეტარული ზღვრების, ასევე ვადების რაციონალობის პრობლემა; დავების საბჭოს დამოუკიდებლობა და ქმედუნარიანობა; შესყიდვის მიმდინარეობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მონაცემების სისრულე.

ხომერიკის თქმით, მართალია, გაიზარდა eProcurement სისტემის შესაძლებლობები, მაგრამ მხოლოდ პროცედურული რეგლამენტირების და ტექნიკური განახლების მიმართულებით, როგორც თემურ ხომერიკი განმარტავს, ბევრ შემთხვევაში შემსყიდველს ეძლევა დისკრეციული უფლება დააწესოს დაუსაბუთებელი მოთხოვნები, ჩაშალოს შესყიდვა და ა.შ. რაც ქმნის დისკრიმინაციისა და კორუფციის ხელშემწყობ გარემოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system