თავში

ტენდერებით ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარი დაზოგა

ტენდერებით ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარი დაზოგა
ტენდერებით ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარი დაზოგა

2019 წელს კონსოლიდირებული ტენდერებით სახელმწიფომ დაახლოებით, 100 მილიონი დაზოგა.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში 403 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

შესყიდვების საწყისმა სავარაუდო ჯამურმა ღირებულებამ 2019 წელს 419 მლნ. ლარი შეადგინა, თუმცა ვაჭრობის შედეგად 16 მლნ დაიზოგა და საბოლოო ფასად 403 მლნ დაფიქსირდა.

მიღებულმა ეკონომიამ შესაბამისი შესყიდვის ობიექტების საცალო და საბითუმო ფასებთან მიმართებაში 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ეკონომია საბაზრო ფასთან მიმართებით ყველაზე დიდი საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერში იყო – 31.9 მლნ ლარი;

კომპიუტერული ტექნიკის შესაძენი ტენდერით 3.3 მილიონი დაიზოგა, პრინტერებსა და კარტრიჯებზე – 11.5 მლნ.

სატელევიზიო საეთერო დროის შესყიდვაზე ეკონომია 19.9 მლნ ლარი იყო,

ავტომობილების შესყიდვით კი, საბაზრო ფასთან შედარებით, სახელმწიფომ სავარაუდოდ, 17.5 მილიონი დაიზოგა.

ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შემსყიდველების ტოპ 5-ეული ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულების მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. გზების დეპარტამენტი – 212 ტენდერი – 522,740,659 ლარი
  2. მუნიციპალური განვითარების ფონდი – 154 ტენდერი – 358,533,413 ლარი
  3. თბილისის მერია – 332 ტენდერი – 279,365,577 ლარი
  4. თბილისის სატრანსპორტო კომპანია – 262 ტენდერი – 147,727,541 ლარი
  5. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო – 68 ტენდერი – 134,609,531 ლარი

შესყიდვების სააგენტო იმ ორგანიზაციებსაც ასახელებს, რომლებმაც ყველაზე დიდი ეკონომია მიიღეს.

ტოპ 5 შემსყიდველი ორგანიზაცია მიღებული ეკონომიით:

  1. საავტომობილო გზების დეპარტამენტის – 72,984,013 ლარი (ეკონომია);
  2. თბილისის მერია – 28,310,751 ლარი(ეკონომია);
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდი – 27,083,483 ლარი(ეკონომია)
  4. თბილისის სატრანსპორტო კომპანია – 15,090,197 ლარი(ეკონომია)
  5. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო – 13,843,237 ლარი(ეკონომია).

10 უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულების მიხედვით ასე გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system