თავში

Tesla-მ საბავშვო კვადროციკლი გამოუშვა

Tesla-მ საბავშვო კვადროციკლი გამოუშვა
Tesla-მ საბავშვო კვადროციკლი გამოუშვა

ელექტრო ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ბავშვებისათვის კვადროციკლი გამოუშვა. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვადროციკლი რვა წლის ასაკიდან ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. 

Cyberquad for Kids-ის ღირებულება კი 1 900 აშშ დოლარია.

კვადროციკლის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ მისი ვიზუალი Tesla Cybertruck-ის პიკაპის დიზაინით არის შთაგონებული. 

სრულიად ელექტრო Cyberquad ლითიუმ-იონური ბატარეით იკვებება, რომლის სრულად დატენას დაახლოებით 8 საათი სჭირდება.

კვადროციკლი სრულად დატენილ მდგომარეობაში 24 კმ-ს ფარავს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-ს აღწევს. თუმცა, მშობელს სურვილის შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის 8 კმ/სთ-მდე შეზღუდვა შეეძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system