თავში

Tesla-მ საკუთარი მანქანების პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა

Tesla-მ საკუთარი მანქანების პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა
Tesla-მ საკუთარი მანქანების პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა

Tesla-მ დააანონსა, საკუთარი ელექტრომობილების შიდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. მეათე თაობის ოპერაციულ სისტემაში, რომელიც მანქანის მართვის სისტემებს და მულტიმედიურ კონტროლს მოიცავს, გათვალისწინებულია ბევრი სიახლე. ავტომობილის ოპერაციული სისტემის მეათე ვერსიაში, გაუმჯობესებულია თვითმართვის სისტემა და მთელ რიგ მოდელებზე, სრული ავტოპილოტის პროგრამაც ხელმისაწვდომი ხდება. მანქანით მგზავრობისას მნიშვნელოვანია გასართობი ფუნქციებიც, გამომცემლობა The Verge-ს ცნობით, ელონ მასკის მანქანებს ახლა უკვე სრულად ექნებათ ინტეგრირებული Spotify პრემიუმ პაკეტით, Netflix, YouTube და Hulu. ეს სრულიად საკმარისია რომ გზაში უყუროთ ფილმებს, უსმინოთ მუსიკას და ეს ყველაფერი ყოველგვარი, მომაბეზრებელი გამეორებების, დისკების და მეხსიერების სწრაფმარჭების გარეშე. მანქანების პროგრამული განახლებისას  Tesla-მ საკუთარი მომხმარებლის მოსაზრებები გაითვალისწინა, რომელთა უმრავლესობის დიდი მოთხოვნა იყო Spotify სტრიმინგ სისტემის ინტეგრირება მანქანაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ მომხმარებელი ავტომობილში მუსიკას ბლუთუს სისტემით გაუშვებს, ტესლას თვალისმომჭრელი მონიტორი ალბომის მხატვრულ გაფორმებას გამოიტანს და აუდიო სისტემას ვიზუალური სიამოვნებაც დაემატება. როგორც კომპანიაში აცხადებენ  Tesla-ს მანქანებმა სრული რებრენდინგი განიცადეს და მომხარებელს არა ერთი სიახლის აღმოჩენა შეეძლება, შეგახსენებთ რომ ელონ მასკის კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრომობილები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია და ისინი, დანარჩენებისგან გამოირჩევიან, გამძლეობით და სისწრაფით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system