თავში

Tesla-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა

Tesla-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა
Tesla-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა

2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანიის ცნობით, 2021 წელს გაყიდვებმა 2020-ის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ გადააჭარბა.

მომდევნო 9 წლის განმავლობაში Tesla გეგმავს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდოს.

მანამდე, Tesla-მ, ტექნიკური პრობლემების გამო, 475 ათასზე მეტი ელექტრომობილის გაწვევა გადაწყვიტა. საუბარია 356 309 Model 3 ელექტრომობილზე და 119 009 Model S ავტომობილზე, რომლებიც 2017 წლიდან 2020 წლამდე იყო წარმოებული.

Tesla-მ პირობა დადო, რომ საკუთარი მძღოლებისათვის, ავტომობილის ტარების დროს, ვიდეო თამაშებზე წვდომას შეზღუდავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system