თავში

Tesla შანხაის ქარხანაში $188 მლნ-იან ინვესტიციას განახორციელებს

Tesla შანხაის ქარხანაში $188 მლნ-იან ინვესტიციას განახორციელებს
Tesla შანხაის ქარხანაში $188 მლნ-იან ინვესტიციას განახორციელებს

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla 187,91 მილიონ აშშ დოლარს შანხაის ქარხანაში წარმოების შესაძლებლობების გასაფართოებლად დახარჯავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანია ქარხანაში 4000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამგვარად, მისი დასაქმებულთა რაოდენობა 19 ათასს მიაღწევს. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რამდენად გაიზრდება ქარხნის სიმძლავრე.

ამ დროისთვის შანხაის ქარხანა წელიწადში 450 ათას Model 3 და Model Y ელექტრომობილს აწარმოებს. ქარხანა მთლიანად Tesla-ს ეკუთვნის. 

შეგახსენებთ, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა კომპანიის 9,2 მილიონი აქცია გაყიდა, რისთვისაც ჯამში 9,9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system