თავში

თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო

თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო
თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უმოკლეს ვადაში 10 თევზსაჭერი გემის ფინანსური მხარდაჭერა მოხერხდა და სააგენტო აქტიურად აგრძელებს ამ სექტორის განვითარებასა და ახალ პროექტებზე მუშაობას,

მსისივე თქმით, 2020 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.

"კომპანიები ისარგებლებენ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე 6 კომპანია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება," - ამბობს ხიდურელი. 

ცნობისთვის, თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

შეგახსენებთ საქართველომ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system