თავში

თევზეული გაძვირდა

თევზეული გაძვირდა
თევზეული გაძვირდა

საქსტატმა ინფლაციის მაჩვენებელი განაახლა, რომლის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში თევზეული 8.8 პროცენტითაა გაძვირებული 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. თევზი გაძვირებულია 30-დღიან ჭრილშიც. ანუ დეკემბერში თევზეულზე ფასები საქართველოში გაზრდილია 1.9 პროცენტით ნოემბერთან შდარებით.

ქვეყანაში ძირითადი პროდუქტების უმეტესობა გაძვირებულია. როგორც  წლიურ ისე თვიურ ჭრილში ფასები გაზრდილია ზეთსა და ხილ-ბოსტანზე

2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system