თავში

თევზის რა სამრეწველო მარაგებია შავ ზღვაში

თევზის რა სამრეწველო მარაგებია შავ ზღვაში
თევზის რა სამრეწველო მარაგებია შავ ზღვაში

მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, პირველად ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO/GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.

ამის შესახებ აღნიშნულია აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ  განხორციელებულმა კვლევებმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად მისცა საშუალება მარაგი ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.

აქვე აღნიშნულია, რომ ამავე მხარდაჭერის ფარგლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საზღვაო სივრცეში განახორციელა არანაკლებ მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რაპანას (Rapana venosa) მასშტაბური კვლევები. 

"რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. როგორც მოთხოვნადი პროდუქტი,მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზღვის პროდუქტების მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას," - ვკითხულობთ უწყების ანგარიშში. 

უკანონო თევზჭერის პრევენციისთვის, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების კონტროლი მკაცრდება. 

შეგახსენებთ საქართველომ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია. საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება.პირველი ქართული თევზსაჭერი გემის მშენებლობა სახელმწიფომ დააფინანსა.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system