თავში

Thomas Cook-ის მომხმარებლები თანხებს კიდევ 60 დღე ვერ დაიბრუნებენ

Thomas Cook-ის მომხმარებლები თანხებს კიდევ 60 დღე ვერ დაიბრუნებენ
Thomas Cook-ის მომხმარებლები თანხებს კიდევ 60 დღე ვერ დაიბრუნებენ

ერთი კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი ბრიტანული სამოგზაურო კომპანია „თომას ქუქი“ გაკოტრდა. მრავალრიცხოვანი კლიენტები, რომელთა დიდი ნაწილიც, სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჰყავდა კომპანიას გაყვანილი, გაუქმებული დასვენების, გადადებული ფრენების და ჩაშლილი შვებულების ანაზღაურებას ელოდა. როგორც ირკვევა, კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად მათ მოცდა კიდევ მოუწევთ. Reuter-ის ცნობით, ბრიტანული ავიაციის მარეგულირებელი აცხადებს, რომ გაუქმებული ფრენების სანაცვლოდ, მომხმარებელთათვის თანხების უკან დაბრუნება, მოსალოდნელზე გვიან მოხდება. ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ პლათფორმა 1 კვირაში იქნება მზად, საიდანაც კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჯავშნებზე დახარჯული თანხები მოითხოვონ და 60 დღეში დაიბრუნონ. პირდაპირი შეძენით გაყიდული 100.000-მდე ბილეთი კი 14 დღის განმავლობაში ანაზღაურდება. მარეგულირებელმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია 53 ავიარეისი, რომლითაც 8000-მდე დამსვენებელი შეძლებს სახლში დაბრუნებას, რომელთა დასვენების გაუქმება, ბრიტანული ტურისტული გიგანტის Thomas Cook-ის კოლაფსმა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system