თავში

ტიკარაძე გათავისუფლებულ თანამშრომლებზე: ამ ადამიანებს დავუწუნეთ კვალიფიკაცია

ტიკარაძე გათავისუფლებულ თანამშრომლებზე:
ტიკარაძე გათავისუფლებულ თანამშრომლებზე: ამ ადამიანებს დავუწუნეთ კვალიფიკაცია

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამსახურიდან სოციალურ მუშაკები პოლიტიკური ნიშნით კი არ გაუსვიათ, არამედ მათ კვალიფიკაცია დაუწუნეს.

საუბარია 28 თანამშრომელზე, რომლებიც, მინისტრის განმარტებით, გათავისუფლდნენ, რადგან სოციალური სააგენტოდან სოციალური სამსახური გადაიტანეს და უწყებას ზედმეტი კადრების შემცირება მოუწია.

მათ გაიარეს კონკურსი, გასაუბრება და მათმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი შეესაბამებოდა შესაბამის პოზიციას და რომელი - არა. მათ ასევე ჰქონდათ შეთავაზებები გარკვეულ ვაკანსიებზე, ყველას შევთავაზეთ სხვა პოზიციაზე გადასვლა, ზოგიერთმა მათგანმა უარი გვითხრა ვაკანსიების დაკავებაზე, მათ გადავუხადეთ კომპენსაცია. ამ სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც დასჭირდება ერთი თვე, ამ ადამიანებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ დამატებითი გასაუბრებები და დაინიშნონ სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ ადამიანებს დავუწუნეთ კვალიფიკაცია, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვთა ზრუნვის კომპონენტში ჩვენ გვაქვს გარკვეული ცდომილებები, რომელიც პირდაპირ აისახებოდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system