თავში

ტიკარაძე: კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან

ტიკარაძე: კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან
ტიკარაძე: კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, იანვრის თვიდან 30 აპრილამდე ჯანდაცვის სამინისტროში, გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მიზნით, შესულია 52 000 მეტი მოთხოვნა და შესაბამისად სახელმწიფო, ყველა ამ ოპერაციის დაფინანსებაზე საგარანტიო წერილებს ეტაპობრივად, შესაბამის ვადებში გასცემს. 

მინისტრის თქმით, აღნიშნული მაჩვენებლები 2019 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ემთხვევა და შესაბამისად გეგმიურ ოპერაციებზე მიმართვიანობა არ შემცირებულა.

„კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან, ვინაიდან ეს გახლავთ ის სექტორი, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გარანტიების არსებობას და ეს არის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მეტად არის წახალისებული. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ამ კონკრეტული მიმართულებით გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები და აკისრებს შესაბამის ვალდებულებებს, ვინაიდან კოვიდ ინფექციის პერიოდში ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის სწორი მოწყობა და ადეკვატური მზაობა, რომელიც აუცილებელი არის პანდემიის პერიოდში, იმისათვის რომ სრულად ვუზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სექტორის სრული მზადყოფნა საბოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შემოდგომაზე მსოფლიო კოვიდ ინფექციის მეორე და შესაძლოა ბევრად რთულ ტალღას ელოდება, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორი სრულიად იყოს მობილიზებული და შესაბამისად მათ მიმართ მოთხოვნები უფრო მეტად გამკაცრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობა იმისათვის რომ ჩვენ შემოდგომაზე მზად დავხვდეთ მოსალოდნელ პანდემიას, აქ აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ჩვენ ყოველთვიურ რეჟიმში ვადარებთ ყოველი წლის შესრულებას თუ რა შესრულება იყო 2019 და 2018 წლებში იგივე ჭრილში და ეს შესრულების მაჩვენებელი არ არის შეცვლილი აქედან გამომდინარე ფინანსურ კრიზისზე საუბარი ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფაქტებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს საიდანაც ხდება კლინიკების ანაზღაურება ეს თანხები და ეს რიცხვები აქვს და შეგვიძლია გავასაჯაროოთ, რაც მოხსნის საზოგადოების მხრიდან ყველანაირ კითხვას“, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ არსებული დაფინანსებიდან გამომდინარე კლინიკებს არ აქვთ არანაირი საფუძველი, რომ გააუარესონ ოპერაციის ხარისხი და მით უმეტეს ეს აისახოს მედპერსონალის ხელფასზე. 

იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო პერსონალის დაზარალება მოხდება, ამ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დადგება მედპერსონალის მხარეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system