თავში

ტიკარაძე: მთავრობა 72 ათას მოქალაქეს დაეხმარა

ტიკარაძე: მთავრობა 72 ათას მოქალაქეს დაეხმარა
ტიკარაძე: მთავრობა 72 ათას მოქალაქეს დაეხმარა

"ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის დახმარების სახით გაცემული კომპენსაციების მოცულობა 14 000 000 ლარზე მეტია.

მისივე განმარტებით, სამინისტროს დახმარების მისაღებად 31 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიმართა და მათზე 15 000 000 ლარი გაიცა.

„ 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება, რომელსაც კომისია ეტაპობრივად განიხილავს და შესაბამისად მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები. რაც შეეხება დაგვიანებებს, მოცულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, დიდია და შესაბამისად, კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system