თავში

TikTok-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა თვეში 1 მილიარდს აღწევს

TikTok-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა თვეში 1 მილიარდს აღწევს
TikTok-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა თვეში 1 მილიარდს აღწევს

TikTok-ის აქტიური მომხმარებლის ყოველთვიურმა რაოდენობამ ზაფხულის სეზონზე 1 მილიარდს მიაღწია.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი მთელი 45%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აპლიკაციისთვის ყველაზე დიდი ბაზარი აშშ, ბრაზილია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. აშშ-სა და სხვა ქვეყნების მარეგულირებლების კონტროლის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში TikTok-ის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system