თავში

თხევადი გაზის 300 ლარიანი კომერციული ტარიფი არ იცვლება

თხევადი გაზის 300 ლარიანი კომერციული ტარიფი არ იცვლება
თხევადი გაზის 300 ლარიანი კომერციული ტარიფი არ იცვლება

"არიან არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები, რომლებიც თხევად გაზს ანბაჟებდნენ, როგორც სოციალურ გაზს და შემდეგ სარგებლობდნენ კომერციულ ნაწილში. ამის ადმინისტრირება წარმოუდგენელია, გარდა ერთისა, რომ ორეტაპიანი დაბეგვრა გახდეს ერთეტაპიანი. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ და იქნება ერთეტაპიანი დაბეგვრა, 300 ლარად," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იცვლება მანკიერი პრაქტიკა, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებდა აქციზზე ნავთობპროდუქტებზე თხევადი გაზის მიმართულებით.

„ვფიქრობ, რომ დაშვებული იყო ძალიან სერიოზულ შეცდომა, როდესაც ჩვენ გავმიჯნეთ თხევადი გაზის ნაწილი. 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც იყო თხევად გაზზე დაწესებული, ჩვენ გავმიჯნეთ 120 ლარზე და 180 ლარზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 300 ლარი იყო კომერციული მიზნებისთვის, რომელიც მიდიოდა ე.წ. მანქანებში ჩასასხმელად და 120 ლარიანი ტარიფი იყო შენარჩუნებული იმისთვის, რომ სოციალური გაზი ე.წ. ბალონებისთვის დაგვეტოვებინა და ხელმისაწვდომი ფასი გამხდარიყო მოსახლეობისთვის. 120 ლარს ვინც იხდიდა, იმას მიჰქონდა ბალონები რეგიონებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ იყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მეორე ცვლილებაც, რომელიც შეეხება ჩვეულებრივ ნავთობპროდუქტს 2901 უაქციზო კოდით.

„2016 წლამდე საქართველოში ეს პროდუქტი არ შემოდიოდა. 2016 წელს მოხდა, ეტყობა, ამის აღმოჩენა, როგორც შესაძლებლობა თხევადი გაზის სახით გამოსაყენებლად. ის არ იბეგრებოდა არც 120 ლარით და არც 300 ლარით. უბრალოდ, შემოჰქონდათ ეს კოდი და სარგებლობდნენ ამ შესაძლებლობით. მე არ ვიძახი, რომ ეს იყო უკანონობა, მაგრამ ეს იყო ერთგვარი ხვრელი, რასაც ჩვენ ვკეტავთ და ამ ყველაფერს ვარეგულირებთ. აქედან გამომდინარე, 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის იყო განკუთვნილი არ იცვლება, უბრალოდ ხდება ადმინისტრირების გაუმჯობესება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system