თავში

თხევადი გაზის ასოციაცია აქციზის გადახედვას ითხოვს

თხევადი გაზის ასოციაცია აქციზის გადახედვას ითხოვს
თხევადი გაზის ასოციაცია აქციზის გადახედვას ითხოვს

საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერია პარლამენტის ახალ შემადგენლობას მიმართავს, შეისწავლოს და გადახედოს IX მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს დროს მიღებული კანონი თხევადი გაზის აქციზის შესახებ.

ხოფერია საუბრობს სააქციზო განაკვეთის განხილვია აუცილებლობაზე. მისი თქმით, საჭიროა სამართლიანი ტარიფების დაწესება სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე. მისივე მტკიცებით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ანალოგიური გადასახადი თხევად გაზზე არ არის. ერთადერთია საქართველო, სადაც 1 ტონაზე 300 ლარია აქციზის გადასახადი.

“დღეს მოქმედი ტარიფებით, უბრალოდ გაჩერდა ეს სფერო და აღარ ვითარდება. იხურება თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურები, შესაბისად, ხალხი უმუშევარი რჩება. ამ გაზრდილი აქციზის გამო, პროდუქტის ღირებულება 45%-ით გაძვირდა. ბენზინის აქციზთან შედარებით უნდა იყოს 4-ჯერ უფრო ნაკლები. ჩვენთან კი, აქციზის გადასახადი 500 ლარი ბენზინზეა და 300 ლარი თხევად გაზზე, ასე მსოფლიოს არცეთ ქვეყანაში არ არის. ზუსტად ამის გამო 500 კაცი უმუშევარი დარჩა. თუ 2019 წელს წელს 20 000 მანქანა გადავიდა თხევად გაზზე, 2020 წელს ეს მაჩვენებელი ნულს შეადგენდა, აღარ არის მოთხოვნა. 6 მილიონი შედიოდა ბიუჯეტში ამ აპარატირების შემოტანის შედეგად. 500 ადამიანი იყო დასაქმებული აპარატურების იმპორტსა და მონტაჟზე", - აცხადებს ხოფერია და report.ge-ს თავის მომზადებულ გრაფიკულ გამოსახულებასაც აწოდებს, რომელშიც დატანილია აქციზის გადასახადის სხვაობა თხევად გაზსა და ბენზინზე ევროპის ქვეყნებში:

შეგახსენებთ, თხევად აირზე (LPG) დაწესდა ერთიანი აქციზი. კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც ნაცვლად ორეტაპიანი აქციზის გადასახადისა: პირველი ეტაპი 120 ლარი უშუალოდ იმპორტის დროს, შემდგომ თუ აღნიშნული პროდუქტის მიწოდება ხდებოდა, როგორც საავტომობილო საწვავი დამატებით ხდებოდა 180 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ცვლილების თანახმად მოხდა 300 ლარის ოდენობის აქციზის გადასახადის გადახდა უშუალოდ პროდუქტის იმპორტის დროს. ასევე პროდუქტები სასაქონლო კოდით (290110000000, 290123), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი, დაიბეგრა 300 ლარიანი გადასახადით. ამან განაპირობა ის, რომ თხევადი აირის ბაზარზე შეიქმნა კონკურენტული გარემო, ყველა მეწარმე ჩადგა თანაბარ პირობებში და სახელმწიფო ღებულობს თავის კუთვნილ შემოსავალს სრულად.

ნავთობროდუქტების იმპორტიორები თხვევადი გაზის ერთიანი აქციზის ამოქმედებას ცალსახად დადებითად აფასებენ. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში როდესაც საწვავზე მოხდა აქციზის ზრდა, LPG-ზე არ მოხდა და შესაბამისად სხვა საწვავთან მიმართებაში LPG არაპროპორციულად იბეგრებოდა, რამაც გააჩინა არასამართლიანი კონკურენცია ავტომანქანების საწვავის ბაზარზე. თხევად აირზე (LPG) ერთიანმა აქციზმა ეს პრობლემა აღმოფხვრა.

საწვავის ამ ტიპის მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. მათი მონაცემებით, შარშან საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციითვე, დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირი თხევად აირზე (LPG) ერთიანი აქციზის ამოქმედებამდე დიდი ხანი მიუთითებდა იმის აუცილებლობაზე, რომ ვინაიდაინ LPG არის ნავთობპროდუქტი, მასზეც დაწესებულიყო ხარისხობრივი სტანდარტი და გამხდარიყო სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ევროკავშირში თხევადი გაზისთვის მოქმედებს სტანდარტი EN-589.

ოპოზიცია კი საწვავზე აქციზის გადასახდის შემცირებას ითხოვს.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი 2901 კოდით, რომელიც აქამდე აქციზის გადასახადს არ ექვემდებარებოდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოიყენება ავტომობილების გასამართად, როგორც თხევადი გაზი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დგაუმართლებლად მიაჩნდათ ისიც, რომ აღნიშნული პროდუქტი არ ექვემდებარებოდა რაიმე სტანდარტებს.

თხევადი გაზის ბაზარზე არსებულ "შავ ხვრელზე" დიდი ხანი საუბრობდა საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძეც. მისი თქმით, პრობლემა იყო საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2-ეტაპიანი მოდელი გამოიყენება: ერთ ტონაზე 120 ლარი გადაიხდევინება პროდუქტის განბაჟების მომენტში, ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას. საქართველოს ბიზნესასოციაციაში(BAG) აცხადებდნენ, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით პრობლემები იყო და თანხა ბიუჯეტში არასრულად შედიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system