თავში

თხევადი გაზის ასოციაცია ვანო მთვრალაშვილს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

თხევადი გაზის ასოციაცია ვანო მთვრალაშვილს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
თხევადი გაზის ასოციაცია ვანო მთვრალაშვილს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

თხევადი გაზის ასოციაცია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტს, ვანო მთვრალაშვილს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. საუბარია 2021 წლის 02 მარტს ვანო მთვრალაშვილის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველ არხზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თხევადი გაზის სექტორში მოღვაწე კომპანიები არ იხდიდნენ საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადის მეორე ეტაპის გადასახადს, 180 ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს უმალავდნენ შემოსავალს.

თხევადი გაზის ასოციაციაში report.ge-ს უხსნიან, რომ მიუხედავად კანონის უსამართლობისა, რაც მის დისკრიმინაციულ ხასიათში მდგომარეობს, იგი წარმოადგენდა ზოგად სავალდებულო ნორმას, რომლის დარღვევა და შესაბამისად გადასახადების დამალვა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც რელევანტური მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს გაცხადებული და გამოძიებული. ასოციაციაში ამბობენ, რომ, თუ ამგვარი დანაშაულის შესახებ მთვრალაშვილისთვის ცნობილი იყო, ის ვალდებულია, მიმართოს შესაბამის ორგანოს და აცნობოს დანაშაულის არსებობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანაშაულის ან თუნდაც დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ნებისმიერი დაუსაბუთებელი განცხადების გავრცელება, თხევადი გაზის ასოციაციის მტკიცებით,  უნდა ჩაითვალოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად და მიზანმიმართულ აქტად დარგში მოღვაწე სუბიექტთა დისკრედიტაციისათვის.

"ვითხოვთ ვანო მთვრალაშვილმა წარმოადგინოს მტკიცებულებები დანაშაულის არსებობის შესახებ და მიმართოს პროკურატურას ან საჯარო სივრცეში იმავე გზით უარყოს და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას და სფეროში მოღვაწე პირებს უსაფუძვლო ბრალდებისთვის," - ამბობენ თხევადი გაზის ასოციაციაში. 

თხევად გაზზე აქციზის გადახედვას დიდი ხანია ითხოვენ. თხევადი გაზის ასოციაციის პოზიციას ამ საკითხში იზიარებენო პოზიციაშიც. 

შეგახსენებთ, 2020 წლამდე, თხევადი გაზის დაბეგვრა 2-ეტაპად ხორციელდებოდა. იმპორტის გადასახადი 120 ლარი იყო. საავტომობილო საწვავად გამოყენების შემთხვევაში აქციზის ოდენობა 180 ლარს შეადგენდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი კომერციული, ან საყოფაცხოვრებო მიზნით მოახდენდა პროდუქტის რეალიზაციას, აქციზის გადასახადისგან თავისუფლდებოდა. 2020 წლის აგვისტოში კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, 2-ეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა, გახდა ერთეტაპიანი და ჯამში 300 ლარამდე გაიზარდა.

ნავთობროდუქტების იმპორტიორები თხვევადი გაზის ერთიანი აქციზის ამოქმედებას ცალსახად დადებითად აფასებენ. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში როდესაც საწვავზე მოხდა აქციზის ზრდა, LPG-ზე არ მოხდა და შესაბამისად სხვა საწვავთან მიმართებაში LPG არაპროპორციულად იბეგრებოდა, რამაც გააჩინა არასამართლიანი კონკურენცია ავტომანქანების საწვავის ბაზარზე. თხევად აირზე (LPG) ერთიანმა აქციზმა ეს პრობლემა აღმოფხვრა.

საწვავის ამ ტიპის მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. მათი მონაცემებით, შარშან საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციითვე, დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება. ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი ამტკიცებს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის ახალი წესის ამოქმედებამ ბიუჯეტს ამ სეგმენტიდან შემოსავალი 300%-ით გაეზარდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირი თხევად აირზე (LPG) ერთიანი აქციზის ამოქმედებამდე დიდი ხანი მიუთითებდა იმის აუცილებლობაზე, რომ ვინაიდაინ LPG არის ნავთობპროდუქტი, მასზეც დაწესებულიყო ხარისხობრივი სტანდარტი და გამხდარიყო სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ევროკავშირში თხევადი გაზისთვის მოქმედებს სტანდარტი EN-589.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი 2901 კოდით, რომელიც აქამდე აქციზის გადასახადს არ ექვემდებარებოდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოიყენება ავტომობილების გასამართად, როგორც თხევადი გაზი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დგაუმართლებლად მიაჩნდათ ისიც, რომ აღნიშნული პროდუქტი არ ექვემდებარებოდა რაიმე სტანდარტებს.

თხევადი გაზის ბაზარზე არსებულ "შავ ხვრელზე" დიდი ხანი საუბრობდა საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძეც

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system