თავში

თხევადი გაზის სადგურების მფლობელებმა პარლამენტს თხოვნით მიმართეს

თხევადი გაზის სადგურების მფლობელებმა პარლამენტს თხოვნით მიმართეს
თხევადი გაზის სადგურების მფლობელებმა პარლამენტს თხოვნით მიმართეს

თხევადი გაზის სადგურების მფლობელები პარლამენტს სთხოვენ აქციზის გადასახადი არ გაზარდოს. მათ პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს. 

როგორც მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები განმარტავენ, ისინი ემიჯნებიან თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას განცხადებას. 

მათი თქმით, კეთილსინდისიერი მეწარმეები, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ორივე სახის აქციზს 100%-ით იხდიდნენ.

„ბოლო პერიოდში თხევადი გაზის დაბეგვრის რეჟიმისა და აქციზის განაკვეთის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი ვემიჯნებით თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას პოპულისტურ განცხადებებს და ვაცხადებთ,რომ იგი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
მისი ყოველი გამოსვლა მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ და მისი მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების აშკარად შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, კეთილსინდისიერი მეწარმეები ზოგიერთებისგან განსხვავებით ყოველთვის 100%-ით ვიხდიდით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ორივე სახის აქციზს და პირნათელი ვიყავით ბიუჯეტთან. თუმცა,აქვე ხაზგასმიათ ავღნიშნავთ რომ ამ სფეროში წლების მანძილზე არსებობდა არაერთი მანიპულაციის საშუალება,რაც ხელს უშლიდა კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთეტაპიანი დაბეგვრის შემოღებას,ასევე მხარს ვუჭერთ ნულოვანი საბაჟო კოდის გაუქმებას და ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს,რომ კიდევ ერთხელ განიხილოს შესაძლებლობა იმისა,რომ არ გაიზარდოს თხევად გაზზე აქციზი. ასევე ვაცხადებთ,რომ ვინაიდან ბ-ნი ნიკა ხოფერიას თავისი ვიწრო და კერძო ინტერესების გამო თავს ვგრძობთ მოტყუებულად,ჩვენ ვტოვებთ მის მიერ შექმნილ ასოციაციას და ჩვენვე ვაფუძნებთ ახალ ასოციაციას,რომლის დასახელებაც იქნება საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია და ის არ იქნება ერთი კაცის ინტერესების გამტარებელი,არამედ იქნება ყველა ჩვენთაგანის ინტერესების დამცველი და ამ ბიზნესის განმავითარებელი ორგანიზაცია“, -
ნათქვამია მიმართვაში

მიმართვას ხელს შპს „გაზ ჯორჯია იმპორტ“, შპს „ვან1ექსპრესი“, შპს „L.D.D 400168965“, შპს „გე გაზ კომპანი“ და შპს „ელპიჯი გაზი“ აწერენ.

ცნობისთვის, იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზის გადასახადი შესაძლოა 450 ლარი გახდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system