თავში

თხილის ექსპორტი 70.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა

​თხილის ექსპორტი 70.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა
თხილის ექსპორტი 70.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 70.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 4 ათასი ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 21.5 მლნ აშშ დოლარით (44%) გაიზარდა.

უწყების განმარტებით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 694 ტონა), იტალიაში (3 368 ტონა), ჩეხეთში (660 ტონა), ლიეტუვაში (379 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (408 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (274 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (807 ტონა), რუსეთი (627 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (404 ტონა), უკრაინა (240 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (145 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system