თავში

თხილის ექსპორტის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

თხილის ექსპორტის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
თხილის ექსპორტის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 342 ტონა), იტალიაში (3 927 ტონა), ჩეხეთში (804 ტონა), ესპანეთში (489 ტონა), ლიეტუვაში (486 ტონა), საფრანგეთში (423 ტონა), პოლონეთში (385 ტონა), ბულგარეთში (367 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (930 ტონა), რუსეთი (799 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (543 ტონა), უკრაინა (354 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (223 ტონა),კანადა (195 ტონა), შვეიცარია (131 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (80 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (56 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე საქართველომ ექსპორტზე 15.6 ათასი ტონა თხილი გაყიდა, საიდანაც 81.2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

თხილის ასოციაციის ინფორმაციით, 10-12 ათასი ტონა თხილი ჯერ კიდევ არის ადგილზე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში გავა ექსპორტზე. მისი თქმით, აპრილი-მაისი ბოლო ვადაა, როცა ძველი მოსავალი გადის ქვეყნიდან და შემდეგ უკვე ახალი პროდუქტის მისაღებად ემზადებიან. თხილის ასოციაციაში გაწევრიანებული ფერმერების რაოდენობა 25 ათასს აღწევს და, როგორც ასოციაციაში ამბობენ, წელს კიდევ 10 ათასით გაიზრდება, რაც მეთხილეობის განვითარების მიმართ რეგიონში მზარდ ინტერესზე მოწმობს.

ცნობისთვის, 2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მეთხილე ფერმერტებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system