თავში

7 007 ტონა თხილის ექსპორტით საქართველომ 37.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

თხილის ექსპორტით საქართველომ 37.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
7 007 ტონა თხილის ექსპორტით საქართველომ 37.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 7 007 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 37.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 348 ტონით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში გავიდა 2 145 ტონა, იტალიაში -1 307 ტონა, ჩეხეთში -404 ტონა, პოლონეთში -254 ტონა, ბულგარეთში -220 ტონა, საფრანგეთში -169 ტონა, ესპანეთში -165 ტონა, ლიეტუვაში -182 ტონა, საბერძნეთში -97 ტონა, ესტონეთში -66 ტონა, ლატვიაში -62 ტონა, ავსტრიაში -22 ტონა, სლოვაკეთში -15 ტონა და ხორვატიაში 10 ტონა თხილი გავიდა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის, ასევე, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (376 ტონა), სომხეთი (356 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (148 ტონა), კანადა (89 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

ცნობისთვის, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება, შესაბამისად ექსპორტი, მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. უწყებაში აცხადებენ, რომ 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system