თავში

საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი აზერბაიჯანში ბოლო ორი წელია მცირდება

თხილისა და კაკლის ექსპორტი აზერბაიჯანში ბოლო ორი წელია მცირდება
საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი აზერბაიჯანში ბოლო ორი წელია მცირდება

საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ ექსპორტზე აზერბაიჯანში 5.0 ტონა თხილი და სხვა კაკალი გაიტანა. ფულად გამოსახულებაში ექსპორტი 4.6 ათას დოლარს გაუტოლდა. მთელი წლის განმავლობაში ამ ტიპის ექსპორტი მხოლოდ აგვისტოში ფიქსირდება და ის მთლიანად საავტომობილო გადაზიდვებმა შეასრულა.

თხილისა და კაკლის ექსპორტი აზერბაიჯანში ბოლო ორი წელია შესამჩნევად მცირდება.

წლევანდელის მსგავსად, აზერბაიჯანში შარშანაც არცთუ ისე დიდი რაოდენობის თხილი და სხვა კაკალი დაექსპორტდა. 2019 წელს  იანვარ-აგვისტოში მხოლოდ თებერვალში 0802 სასაქონლო ნიშნით საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა სულ რაღაც 0.2 ათასი დოლარის ღირებულების 0.4 ტონა კაკალი. 

შედარებით სოლიდურად გამოიყურება მეზობელ ქვეყანაში თხილისა და კაკლოვნების ექსპორტის მაჩვენებლები 2018 წელს, როცა 0802 სასაქონლო ნიშნით საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა 143.0 ტონა თხილი და სხვა კაკალი. ესპორტი გადანაწილდა იანვარში, თებერვალში, მაისში, ივნისსა და ივლისში. ამ წელს საქართველომ აზერბაიჯანში ჯამში 704.0 ათასი დოლარის თხილი და სხვა კაკალი გაყიდა.

2017 და 2016 წელს ამ პროდუქტის ექსპორტი საერთოდ არ ფიქსირდება ხოლო 2015 წელს 0802 ნიშნით საქართველომ აზერბაიჯანში დააექსპორტა 32.1 ათასი დოლარის 33.7 ტონა თხილი და კაკლეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system