თავში

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 27%-ით გაძვირდა

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 27%-ით გაძვირდა
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 27%-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის დღეს განახლებულ ინფლაციის მაჩვენებლებში.

საქსტატის მიხედვით,  წლიურ ჭრილში 33%-ითაა გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. 

რაც შეეხება საკვებს, წლიურად ფასების ყველაზე დიდი, 45 %-იანი მატება ფიქსირდება წიწიბურაზე. 36%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 26%-ით - ხმელი ლობიო.

შეგახსენებთ, ლარის გაუფასურების გამო  მედიკმენტების გაძვირებას ჯერ კიდევ სექტემბერში "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციაში" პროგნოზირებდნენ. მათი განმარტებით, ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებია და სარეალიზაციო ფასი ლარის კურსზეა მიბმული. მედიკამენტის ფასში, როგორც წესი, შედის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტის, რომელიც კარანტინის და შეზღუდული მიმოსვლის დროს, გაიზარდა.

სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ მედიკამენტების გაძვირებას ხელი შეუწყო მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებამაც, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოსაზრება, თითქოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტსაა მოკლებული. უკვე გაზრდილ ფასებს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირებს.

ცნობისათვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა, პარალელური იმპორტის შემთხვევაში კი, 20 დღე იყო მოთხოვნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system