თავში

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელ გზას 5.9 მილიონი ლარი მოხმარდება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელ გზას 5.9 მილიონი ლარი მოხმარდება
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელ გზას 5.9 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

პროექტს საქართველოს მთავრობა 5.9 მილიონი ლარით აფინანსებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system