თავში

ტოიოტამ განახლებული Mirai 2021 წარმოადგინა - PHOTO

ტოიოტამ განახლებული Mirai 2021 წარმოადგინა - PHOTO
ტოიოტამ განახლებული Mirai 2021 წარმოადგინა - PHOTO

წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილებს, ყველანაირი ეკოლოგიური უპირატესობა აქვს, რაც ელექტრომობილებს და საწვავით შევსება, ისევე სწრაფი და მარტივია, როგორც ბენზინის ავზის. მაგრამ არსებობს მათი მასიური მოხმარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ინფრასტრუქტურული პრობლემები. მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილები, დამუხტვის სადგურების გარეშე, უსარგებლო ნივთებად იქცევიან.  ამას ხელი არ შეუშლია ტოიოტასთვის, ტოკიოს ავტოშოუზე წარმოედგინა ახალი Mirai. ტოიოტას ამ მომხიბვლელ მონსტრს, 30%-ით მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია, რადგან მასში წყალბადის მეტი მოცულობა ეტევა. Mirai ერთი დამუხტვით 400 მილს დაფარავს, რაც 644 კილომეტრია და საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, იშვიათი გასამართი სადგურების პირობებში. ეს ავტომობილი, ტოიოტას ავტოსალონებში მასიურად 2020 წლიდან უნდა გამოჩნდეს. ტექნიკური მონაცემების გარდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ვიზუალური მხარე და მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი კლასის ავტომობილი. წყალბადის ძრავის სრულყოფაზე ტოიოტა 90-იანებიდან მუშაობს, თუმცა გასამართი სადგურების პრობლემა, კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება. 

  
 
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system