თავში

Topshop-ის 48 ფილიალი დაიხურა

Topshop-ის 48 ფილიალი დაიხურა
Topshop-ის 48 ფილიალი დაიხურა

ბრიტანეთის ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღაზიათა ქსელი  კრიზისშია. ინფორმაციას BBC News Business - ი ავრცელებს. Topshop- ის მაღაზიათა ქსელს ვაჭრობა შეუმცირდა. ქსელის მფლობელი ფილიპ გრინი ვარობის შემცირებას გაზრდილი კონკურენციით, საზაფხულო არდადეგებითა და არასწორად შედგენილი ფასწარმოქმნით ხსნის. ბიზნესი, რომელშიც ასევე შედის Miss Selfridge და Dorothy Perkins, შემოსავლიოს რამდენიმეთვიანი კლების გამო იძულებული გახდა დაედო, ე.წ, "სამაშველო ხელშეკრულება" თავის კრედიტორებთან. კრიზისმა საბოლოოდ თავისი შედეგი გამოიღო და ბიზნესმენს 48 მაღაზიის დახურვა მოუწია.

2018 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით კომპანია 2 169.2 მილიონი ზარალზე გავიდა. საერთო ჯანმში მაღაზიის ბრუნვა 4,5% –ით დაეცა,რაც  1.8 მილიარდიან ზარალს უდრის.

ივნისში შეთანხმებულმა სამაშველო ხელშეკრულებამ, რომელიც თითოეული მაღაზიის მენეჯერს აძლევდა საშუალებას ინდივიდუალური გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით ესარგებლა, კომპანიას მოკლევადიან პერიოდში უშველა. თუმცა სავაწრო ბიზნესს ამ დროს მოუსწრო საზაფხულო არდადეგებმა, რომლის დროსაც, როგორც წესი, ვაჭრობა ნელდება.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ კომპანიის დარჩენილი ფილიალები სექტემბერ-ოქტომბერში ზარალს აანაზრაურებენ და მოგებაზეც გავლენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system