თავში

ტყის არამერქნული რესურსის რეალიზაცია ნებადართული გახდა

ტყის არამერქნული რესურსის რეალიზაცია ნებადართული გახდა
ტყის არამერქნული რესურსის რეალიზაცია ნებადართული გახდა

ტყის პროდუქტებით მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ეკონომიკური სარგებლის მირება შეეძლება. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ,,ტყითსარგებლობის წესში" დამტკიცებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. გეთიაშვილი, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული, ამბობს, რომ არამერქნული პროდუქტის რეალიზაცია დადებითი გადაწყვეტილებაა, რაც დიდ სარგებელს მოიტანს როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც, რადგან აქამდე ამის შესაძლებლობა არ იყო. 

,,საკმაოდ ღია პროცესები იყო, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. არსებული შენიშვნების და რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია. ბიზნესის მხრიდანაც მაღალი ჩართულობა იყო. ვთვლით, რომ კარგი კანონია მიღებული, მათ შორის, ტყის არამერქნული რესურსების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.  პირველად ხდება შესაძლებელი ტყის პროდუქტებით ეკონომიკური სარგებლის მიღება ბიზნესისთვის, ასევე ფერმერული მეურნეობებისთვისაც. აქამდე ტყის პროდუქტების რეალიზაცია აკრძალული იყო, თუმცა მაინც ხვდებოდა ბაზარზე ბევრი ტყის პროდუქტი და ამიერიდან ეს საკითხი კანონით დარეგულირდება. იმ სოფლებში, სადაც ტყე მეტია, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მიწები, ხალხს მიეცემა საშუალება, რომ დამატებითი შემოსავლები მიიღონ და ფერმერული მეურნეობები უფრო გააფართოვონ. ამასთან, აქცენტი კეთდება ტყის მულტიფუნქციურ, მიზნობრივ მართვაზე, პრიორიტეტული ხდება ტურისტული მიმართულება, დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას გაუჩნდეს შემოსავლები ტურიზმიდან, რა მხრივაც ტყითსარგებლიანობის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯია გადადგმული", - ამბობს report.ge-თან რეზო გეთიაშვილი.

მისი შეფასებით, საბოლო ჯამში, პროგრესული დოკუმენტის მიღება მოხდა, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ერთის მხრივ, ტყის მართვის საკითხი და სოფლად ეკონომიკურ კეთილდღეობას მოემსახუროს.

განსხვავებული მსოაზრებისაა სატყეო სფეროს სპეციალისეტი თემურ ვეკუა აცხადებს, რომეც აცხადებს, რომ  ტყის კომერციალიზაცია მიუღებელია.

,,ტყე საჭიროებს გაფრთხილებას როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მთელი საზოგადოების ინტერესიც ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ისედაც გვაქვს დეფიციტი და ამ რესურსს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. ტყუილად როდია ნათქვამი, რომ ტყე არის ბუნების ფილტვი, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსის კომერციალიზაცია დაუშვებელია, ამას სარგებელი ვერ მოაქვს ქვეყნისთვის. როგორც კი ტყის სისტემა დაირღვევა, წყალი გაქრება, ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს" , - აცხადებს ვეკუა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომაზე სულ ცოტა ხნის წინ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღეს. გარეოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. 

ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system