თავში

ტყის ეროვნული აღრიცხვა განახლდება

ტყის ეროვნული აღრიცხვა განახლდება
ტყის ეროვნული აღრიცხვა განახლდება

ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები, ქვეყნის ოთხ რეგიონში მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების განხორციელებას, ქვეყნის ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. 

 ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს). 

პროექტში დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი. ტყის ეროვნულ აღრიცხვას კოორდინაციას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უწევს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის ცნობით, პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე.

ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ) საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო.

უწყების განმარტებით, საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია:
• ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა ქვეყნის მასშტაბით;
• ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის ქსელის დაარსება;
• კვლევების ხელშეწყობა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება;
• ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;
• პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
საქართველოს მასშტაბით, სულ განისაზღვრა 2020 კლასტერი, რომლებიც გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით.

შეგახსენებთ, 2019 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში განხორციელდა. 

ტყის მახასიათებლებზე მონაცემების შეგროვება მოხდა 441 კლასტერზე. 

დასაქმდა 20 ადამიანი, მათ შორის, 10 მეტყევე სპეციალისტი და 10 სტუდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system