თავში

ტყის კენკრის შეგროვებისთვის მოქალაქეები არ დაიბეგრებიან

ტყის კენკრის შეგროვებისთვის მოქალაქეები არ დაიბეგრებიან
ტყის კენკრის შეგროვებისთვის მოქალაქეები არ დაიბეგრებიან

ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს ან კომპანიას შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ტყის ეს რესურსი, თუმცა, ამისთვის მას მოსაკრებლის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება, მოქალაქეებს, ანუ ფიზიკურ პირებს, მათთვის ასეთი რესურსის შეგროვება ძველებურად ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეეძლებათ. საუბარია, ტყის მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ.

დღემდე, ვისაც კომერციული მიზნით სჭირდებოდა ამ რესურსის შეგროვება, დაფასოება, ეტიკეტირება, გაყიდვა, ექსპორტი, შესაბამის საბუთს ვერ იღებდა, რადგან ეს კანონით არ იყო დაშვებული. დღეიდან მათ ამის საშუალება ექნებათ ანუ, შეუძლიათ აიღონ ნებართვა,ლეგალური საბუთი, სატყეო სამსახურიდან და კონკრეტულ ფართობზე, კონკრეტული წესების დაცვით, მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე მოიპოვონ ეს რესურსი,“ – განუცხადა report.ge-ს კარლო ამირგულაშვილმა, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, მოსახლეობისთვის  ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ  კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობაც, რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system