თავში

,,ტყის კოდექსის" ხარვეზი

,,ტყის კოდექსის" ხარვეზი
,,ტყის კოდექსის  ხარვეზი

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელის ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის საკითხს ,,ტყის კოდექსმა“ გვერდი აუარა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნები პარლამენტს შარშან გადაეგზავნა, მაგრამ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფმა ეს ხარვეზი არ გამოასწორა, მიუხედავად იმისა, რომ საკომიტეტი განხილვებისას ცვლილება შესაძლებელი იყო.

ირაკლი მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილების კომპონენტი ტყის მდგრადი მართვისთვის აუცილებელია და ეს საკითხი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. 

,,საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტყის მართვასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით. არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხიც, რომლებიც საზოგადოების მომატებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, მაგრამ კანონპროექტის ავტორები გაუმჭვირვალე, არასაჯარო წესს გვთავაზობენ (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) და უარყოფენ საზოგადოების ინფორმირების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და შესაბამისად, კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებს. ასეთ გადაწყვეტილებებს განეკუთვნება: ტყის სტატუსის მინიჭება და გაუქმება, ტყითსარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ტყითსარგებლობის აუქციონები). ეს უკანასკნელი მოქმედ ტყის კოდექსში უკეთესადაა მოცემული, ვიდრე განსახილველად წარმოდგენილ კანოპროექტში. ასეთი ხარვეზები მომავალში საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის საბაბი გახდება და ამასთანავე კორუფციისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნის“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ტყის კოდექსის კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 22 მაისს დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, ტყის კოდექსი არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმისა და ტყეების სწორი, მდგრადი მართვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system