თავში

ტყის მცველებს ხელფასები გაეზრდებათ

ტყის მცველებს ხელფასები გაეზრდებათ
ტყის მცველებს ხელფასები გაეზრდებათ

2020 წელს გაუმჯობესდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების: სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა.

„ხელფასები გაეზრდებათ რეინჯერებს - ადამიანებს, რომლებსაც საველე პირობებში საკმაოდ სახიფათო სამუშაოების შესრულება უწევთ. ეს არის ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკით განსაზღვრული დღის წესრიგის ნაწილი. ამ მიმართულებით შენარჩუნებული იქნება სამსახურების შესაძლებლობების განვითარება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system