თავში

TRACECA-ს აზერბაიჯანის სეგმენტში ტვირბრუნვა 3% -ით გაიზარდა

TRACECA-ს აზერბაიჯანის სეგმენტში ტვირბრუნვა 3% -ით გაიზარდა
TRACECA-ს აზერბაიჯანის სეგმენტში ტვირბრუნვა 3% -ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის გავლით ევროპა-კავკასია-აზია, იგივე, TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით ტრანსპორტირებულია 35,549,7 ათასი ტონა საქონელი. TRACECA - ს საქონლის ბრუნვამ მთლიანობაში შეადგინა 8,456,6 მლნ ტონა.

წლიურ ჭრილში (2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით) ტვირთის გადაზიდვის მოცულობა შემცირდა 12,046.9 ათასი ტონით, ანუ 25.3% -ით. ტვირთბრუნვა კი შემცირებულია 16.9 %-ით ანუ 1,723.9 მლნ ტონით. 

ტვირთის ნახევარზე მეტი 54,3%-ი საავტომობილო გადაზიდვებით ტრანსპორტირდა. საავტომობილო გზით გადაიზიდა 19,318,3 ათასი ტონა ტვირთი. 11,665,0 ათასი ტონა (32,8%) ტვირთი გადაზიდა რკინიგზამ, ხოლო 4,566,4 ათასი ტონა (12,9%) გადაზიდულია საზღვაო ტრანსპორტით.

TRACECA-ს  სატრანსპორტო დერეფანში გადაზიდვების საერთო მოცულობა 21.2%-ი,  ანუ 7,535.0 ათასი ტონა სატრანზიტო ტვირთი იყო. ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში გაზრდილია 253,7 ათასი ტონით ანუ 3,5% -ით.

TRACECA არის საქონლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ეყრდნობა საბაჟო კონვენციას TIR– ის გამოყენებით საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ.

TRACECA უზრუნველყოფს საერთაშორისო ევრო-აზიის სატრანსპორტო კავშირს, რაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას. TRACECA დერეფანში მთავარი სატვირთო ნაკადები, ერთის მხრივ, წარმოიქმნება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

TRACECA-ს ერთიანი ტრანზიტის ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულზე დამტკიცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system