თავში

TRACECA-ს ერთიანი ტრანზიტის ხელშეკრულება დამტკიცდა

TRACECA-ს ერთიანი ტრანზიტის ხელშეკრულება დამტკიცდა
TRACECA-ს ერთიანი ტრანზიტის ხელშეკრულება დამტკიცდა

TRACECA ერთიანი ტრანზიტის ავტორიზაციის ხელშეკრულება(ETR) დამტკიცებულია დერეფნის ქვეყნების ხელისუფლების მიერ. ამის შესახებ განაცხადა IGC TRACECA– ს მუდმივი სამდივნოს გენერალურმა მდივანმა ასეტ ასავბაევმა.

მისი თქმით, TRACECA ЕТР ინიციატივა მიზნად ისახავს დერეფნის კონკურენციის გაზრდას სერვისების გაციფრულებით, რაც გაადვილებს დერეფანში ტვირთის გადაზიდვის პროცესს, ნებართვების მოპოვებას, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო პროცესის დროისა და ღირებულების შემცირებას და კონტროლის პროცედურების ოპტიმიზაციას.

”ამრიგად, ეს ხელშეკრულება ქმნის პირობებს მარშრუტის მიმზიდველობის გაზრდისა და დამატებითი სატვირთო ტრაფიკის მოზიდვის მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების შესრულება და ერთიანი სატრანზიტო ნებართვის ელექტრონული ფორმით პრაქტიკაში გამოყენება, გაზრდის საქონლის მოცულობას ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტებიდან მოზიდვის გზით. რა თქმა უნდა, ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება TRACECA ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში, ”- ამბობს ასეტ ასავბაევი.

TRACECA ერთიანი ტრანზიტის ავტორიზაციის ხელშეკრულების შეფასება report.ge-მ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრს სთხოვა.

ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ერთიანი ნებართვის გამოყენება TRACECA-ს რიგ ქვეყბებში პრობლემურია.

"ერთიანი ნებართვა როგორც მოდელი ახალი არ არის. მისი გამოყენება ტრასეკას ქვეყნებში, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს წარმოადგენენ, არ არის პრობლემური, ანუ რუმინეთში, ბულგარეთში,თურქეთში. მაგრამ ამ დოკუმენტის გამოყენება რთულია აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ირანში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენს აღმოსავლეთით არიან. ისინი ბევრ რაღაცას არ აღიარებენ, მაგალითად, მანქანას მაინც წონიან, თუმცა, ამ დოკუმენტში წერია, რომ საწყის ქვეყანაში აწონვა საკმარისია," - განუცხადა report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 11 ივნისს, PS IGC TRACECA- ს მუდმივი წარმომადგენლების (ეროვნული მდივნების) შეხვედრა გაიმართა ონლაინ კონფერენციის რეჟიმში.

TRACECA არის საქონლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ეყრდნობა საბაჟო კონვენციას TIR– ის გამოყენებით საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ.

TRACECA უზრუნველყოფს საერთაშორისო ევრო-აზიის სატრანსპორტო კავშირს, რაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას. TRACECA დერეფანში მთავარი სატვირთო ნაკადები, ერთის მხრივ, წარმოიქმნება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ცნობისთვის, სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების გადაზიდვების ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა, მაგრამ ალტერნატიული გზების არსებობა, რომლებიც დაკავშირებული ერთი მხრივ, აზია-რუსეთიევროკავშირის ვექტორთან, ხოლო მეორეს მხრივ, აზია-ირანი-თურქეთი-ევროკავშირის, ან აზერბაიჯანითურქეთის-ევროკავშირის ვექტორთან, საქართველოს მდებარეობას გეოპოლიტიკურად კონკურენტულ მნიშვნელობას ანიჭებს. 

90-იან წლებში ევროპის მიერ ინიცირებული პროექტების შედეგად, როგორიცაა INOGATE და TRACECA, საფუძველი ჩაეყარა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანს. 

TRACECA (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) - ემსახურებოდა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემის შექმანს და ისტორიული აბრეშუმის გზის თანამედროვე მრავალფუნქციურ სატრანსპორტო დერეფნად გარდაქმნას.INOGATE (Interstate Oil and GAs Transportation to Europe) - ეხებოდა კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში.

TRACECA-ს პროექტების ფარგლებში განხორციელდა ამიერკავკასიის რკინიგზის რეაბილიტაცია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ხიდების რეაბილიტაცია, საბორნე გადასასვლელი ხიდების მშენებლობა და საკონტეინერო ტვირთების მომსახურების ხელშეწყობა ფოთის პორტში, მისი კომპიუტერული სისტემებით უზრუნველყოფა, ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების სასიგნალო სისტემებისათვის და სხვ. საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სატრანსპორტო ქსელი და მისი ინფრასტრუქტურა. შესაბამისად გაიზარდა ტვირთბრუნვა. 2002–2008 წლებში საქართველოში დაახლოებით 40 %-ით გაიზარდა რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რაშიც სატრანზიტო ტვირთების ხვედრითი წილი 85 %-ს აღწევდა. შესაბამისად გაიზარდა საქართველოს პორტების (ბათუმი, ფოთი, სუფსა, ყულევი) მიერ გადამუშავებული ტვირთების დინამიკა 2014 წლამდე.

"სავარაუდოდ, TRACECA- ს პროგრამის შემდგომი განვითარება დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სტრატეგიაზე, ე.წ. ახალი აბრეშუმის გზის ორგანიზებაზე. საქართველოს დერეფანი ევროკავშირი-აზიის მიმართულებით შეიძლება გახდეს სატვირთო ნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი პირობა. რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პერსპექტივები საქართველოსთვის დღესდღეობით გაურკვეველია. სატრანზიტო დერეფნის პრობლემების შემდგომ გადაჭრაზე დიდ გავლენას მოახდენს დროის ფაქტორი," - აღნიშნულია მიხ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იხეილ თოქმაზიშვილის ნაშრომში "საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების გადაზიდვის ახალი გამოწვევები."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system