თავში

ტრამპი: აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას აუცილებლად დატოვებს

ტრამპი: აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას აუცილებლად დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას აუცილებლად დატოვებს. ამის შესახებ ტრამპმა პიტსბურგში გამართულ ენერგეტიკის კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპმა ამ ხელშეკრულებას ცუდი შეთანხმება უწოდა და თქვა, რომ მისმა [ტრამპის] პოლიტიკამ წიაღისეული საწვავის მოპოვებასთან დაკავშირებით აშშ ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ აქცია.

პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების შესახებ პროცედურების დაწყება ტრამპს ყველაზე ადრე 4 ნოემბერს შეუძლია რომ დაიწყოს. პროცესი კი დაახლოებით ერთ წელიწადს გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს გამონაბოლქვის რაოდენობა 2025 წლამდე 28%-ით უნდა შეემცირებინა.

პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს. ის 195 ქვეყანას მოიცავს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში მოაწერა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდს დაკავების შემდეგ მალევე განაცხადა, რომ აშშ გლობალურ შეთანხმებას დატოვებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system