თავში

ტრამპის მთავრობა ამერიკული მანქანების გაიაფებაზე მუშაობს

ტრამპის მთავრობა ამერიკული მანქანების გაიაფებაზე მუშაობს
ტრამპის მთავრობა ამერიკული მანქანების გაიაფებაზე მუშაობს

ამერიკის ფედერალური ხელისუფლება აპირებს მიიღოს ზომები, რომლებიც ავტომობილზე ფასების კლებას გამოიწვევს. საუბარია, 3,5 ათას დოლარიან გაიაფებაზე და ამავდროულად მათი უსაფრთხოების გაზრდაზე. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.

„ავტომობილები ღირს ძალიან ძვირი. ჩვენ ვგეგმავთ ფასების 3,5 ათასი დოლარით დაწევას და ამავე დროს ვაპირებთ გავხადოთ ისინი მეტად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო. ჩვენ მოვხსნით გზებიდან ძველ ავტომობილებს, ვინაიდან ადამიანებს აქვთ მეტი სტიმული ახალი ავტომობილების შეძენის, რომლებიც ნაკლებ პრობლემებს ქმნიან გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, ფედერალური ხელისუფლება ეწინააღმდეგება კალიფორნიის შტატის დამოკიდებულებას საავტომობილო დარგისადმი. ვინაიდან თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ კალიფორნიაში წარმოებულ ავტომობილებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემები აქვს. ტრამპის განცხადებით, ხელისუფლება, საავტომობილო მრეწველობაში ახალი სტანდარტების შესახებ, მალე გამოაცხადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system