თავში

ტრამპის მუქარამ ლირა გააუფასურა

ტრამპის მუქარამ ლირა გააუფასურა
ტრამპის მუქარამ ლირა გააუფასურა

აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადების შემდეგ, თურქეთის ეკონომიკის განადგურებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ ლირამ დაახლოებით 2% დაკარგა.

თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 5,8–ს შეადგენს. გარდა ამისა, BIST 100–ის ძირითადი აქციების ინდექსი 0,45%–ით შემცირდა 102 993 პუნქტამდე.

მანამდე, ორშაბათს, ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება ისეთ რამეს მოიმოქმედებს, რაც მას დაუშვებლად მიაჩნია.

„როგორც აქამდე მყარად ვაცხადებდი, ახლა უბრალოდ გავიმეორებ: თუ თურქეთი ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჩემს უდიდეს სიბრძნის თანახმად, ზღვარს გადავა, მთლიანად გავანადგურებ და დავანგრევ თურქეთის ეკონომიკას, როგორც ეს მანამდეც გამიკეთებია," - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

უახლოეს დღეებში თურქეთი სირიაში, ქურთების წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციის დაწყებას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system